პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი წერს:

ჟურნალისტმა ვანო პავლიაშვილმა
ჯეჯელავას ვაშლს ,,უკბინა” და ჩემ-
გან პატარა ექსპრომტი დაიმსახურა.

ჯეჯეს ვაშლი

ვაშლს რომ შეჭამ, ჩემო ვანო,
მერე ფრთებსაც გაშლი…
რად არ მოგწონს, მეგობარო,
ჯეჯეს მწვანე ვაშლი?!.
ან რას ერჩი პაწაწინა,
ვაშლს დანატრულ ბავშვებს?..
ხედავ, როგორ უხარიათ
ჯეჯელავას ვაშლებს?!.
ყურძენი მაქვს…ქლიავი მაქვს…
ვაშლი არ მაქვს ბაღში!..
პოეტებსაც ხომ გვეკუთვნის
ჯეჯეს ერთი ვაშლი?!.

თინათინი –

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი