,,პირობას ვაძლევ გმირებს, რომ მათი მკვლელები საფლავებზე გასამართლდებიან!“ – ასეთი პირობა დადო შალვა ნათელაშვილმა შინდისში 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავთან, რომელიც გუშინ ბარბაროსულად დაარბიეს.

,,როგორც ვხედავთ, ამ ქვეყანაში არც ცოცხლებს ჰყავთ პატრონი და არც მკვდრებს. ფრონტის ხაზია, მილიარდები მოიპარა მთავრობამ და თეთრები ვერ გაიმეტა, რომ ამ ბიჭებისთვის დარაჯი, ან საპატიო ყარაული დაენიშნათ. მე ვუხდი ბოდიშს გმირებს იმისთვის, რომ ვერ დავიცავით მათი საფლავები, ვერ მივხედეთ მათ ოჯახებს და იმისთვისავც ვიხდი ბოდიშს, რომ ზოგიერთმა ავანტურისტმა მათ აგრესორები უწოდა. პირობას ვაძლევ ამ გმირებს, რომ მათი მკვლელები ამ საფლავებზე გასამართლდებიან“_ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი