3 თვემდე ვადით პენსიის წინასწარ აღება, უნდა გახდეს „უპროცენტო“, ხოლო 1 წლამდე კი – არაუმეტეს 12 %-ისა ! დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, „მაუდის“ ყოფლმა თანამშრომლებმა და წვრილმა აქციონერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს ! მასზე ჯანდაცვის მისინისტრ სერგეენკოსაგან კიდევ ერთხელ იქნა მოთხოვნილი, ამ უწყების წარმომადგენელთა, მედიატორის სახით ჩართვა, ს.ს. „მაუდის“ ყოფილ თანამშრომლებსა და მის ყოფილ მფლოველ ირაკლი რუხაძეს შორის, დივიდენდების გაუცემლობის სანაცვლოდ გადასახდელ კომპენსაციასთან დაკავშირებულ დავაში !

ამასთანავე, აქციის მონაწილეებმა, მოითხოვეს, რომ „საპენსიო მომსახურების“ გაწევისათვის ბანკის შერჩევის სატენდერო პირობებში ჩადებულ იქნას პენსიონერთა დამცავი მექანიზმი კერძოდ მათვიის პენსიის სანაცვლოდ სესხის გაცემა 3 თვემდე ვადით განხორციელდეს ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით, ხოლო ერთი წლის პენსიის წინასწარ გაცემის შემთხვევაში, საბანკო პროცენტის ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 12 %-ით.

აქციის მონაწილე „მაუდის“ აქციონერებმა, განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ უკან დახევას და ბოლომდე იბრძოლებენ მოთხოვნების შესასრულებლად. ლაშა ჩხარტიშვილმა მათ კვლავ თანადგომა აღუთქვა, ისე, როგორც წლების განმავლობაში. მან, ამ აქციებში ჩართვისკენ, სხვა პენსიონრებსაც მოუწოდა, რათა ერთად მიაღწიონ სამარცხვინო საპენსიო ძარცვის დასრულებას !

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი