საზოგადოება

“პაციენტი არ სუნთქავდა, გაჩერებული იყო…”

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფეისბუქ გვერდიდან ირკვევა, რომ სასწრაფოს ექიმებმა 66 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

“ჩვენი ექიმების მიერ გადარჩენილი პაციენტი დღეს საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდება

თბილისის ცენტრალური უბანი, ორი ქუჩის კვეთა: 66 წლის მამაკაცი ქუჩაში მოულოდნელად ცუდად გახდა. საბედნიეროდ, იქვე მყოფი ადამიანები არ დაიბნენ და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა დახვდათ. პაციენტი არ სუნთქავდა, გაჩერებული იყო გულის მუშაობა და არ აღენიშნებოდა პულსაცია.

ავადმყოფს ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები და გადაყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.

მოგვიანებით ექიმები რამდენჯერმე დაუკავშირდნენ პაციენტის ოჯახის წევრებს. გუშინ კი მამაკაცის მეუღლემ თავად შეგვატყობინა, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. „დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ის, რაც ექიმებმა გააკეთეს, გმირობაა. მეუღლე გადამირჩინეთ. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რასაც ვგრძნობ“, – განაცხადა ქალბატონმა.

(1701 ბრიგადა: უფროსი ექიმი თათია თათარაშვილი, უმცროსი ექიმი ნინო კოდუა, მძღოლი ზურაბ წკრიალაშვილი) – აღნიშნულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გვერდზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close