საზოგადოება

,,პატიმარს ისევ მუცელში აქვს მაკრატელი და მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება”

ნიკა მემანიშვილი:

_ მეგობრებო. დღეს გვქონდა აქცია სასჯელაღსრულების სპეციალურ სამსახურთან. პატიმრის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და გავაპროტესტეთ არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ რეალურად არაფერი შეცვლილა. პატიმარს ისევ მუცელში აქვს მაკრატელი და მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ასეთი იგნორირება უწყების მხრიდან აუცილებლად გამოიწვევს ცუდ შედეგს, მერე არ მოგვიწიოს ყველამ ვინანოთ ერთად. პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისა, დაცული უნდა იყოს, სიცოცხლე ხომ უმთავრესი ღირებულებაა.

P.s. სამწუხაროდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გააშუქა ეს თემა. ტელევიზია, რომელიც ჩვენი ჯიბეებიდან ფინანსდება, მთლიანად გახდა ხელისუფლების მონა-მორჩილი.
რა თქმა უნდა, არც ტელეკომპანია იმედი დაინტერესებულა…

მადლობა ტვ ობიექტივს და რუსთავი 2-ს რომ სრულად და ხარისხიანად გააშუქეს ეს საქმე.

იმედი მაქვს უახლოეს მომავალში დაინტერესდებიან შესაბამისი უწყებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს პატიმრის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად რადიკალური პროტესტით ვიბრძოლოთ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close