საზოგადოება

,,პატივცემულო მოურავებო! რატომ არ მოგწონთ პრეზიდენტი მარგველაშვილი? იმიტომ, რომ ხეებს არ გლეჯავს?”

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი:

_ დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში _ პარლამენტმა არ მისცა ქვეყნის პირველ პირს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს საშუალება, მონაწილეობა მიეღო პარლამენტის წევრებთან დებატებში. მმართველი პარტია, რომელიც არ აძლევს პრეზიდენტს უფლებას, გამოთქვას თავისი აზრი და ისარგებლოს დებატების რეჟიმით, თანამემამულენო, რას უნდა ველოდოთ ასეთი პარლამენტისგან?
პრეზიდენტი არ ეხატებათ გულზე, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას იმიტომ, რომ იგი არ არცხვენს ქვეყანას, არ არის მიდრეკილი დიქტატურისადმი, არ მოსწონს მურუსიძეების სასამართლო, არ მოსწონს მოძალადე პროკურორები, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის წამებაში. გამოვიდნენ მინისტრები (ჩემი შეფასებით მოურავები) და გალანძღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი. პატივცემულო მოურავებო! რატომ არ მოგწონთ პრეზიდენტი მარგველაშვილი? იმიტომ, რომ არ არის დაკავებული ხეების გლეჯვით, პირადი გამორჩენის მიზნით არ აფეთქებს სიწმინდეებს, არ მონაწილეობდა სასამრთლო სისტემის მურუსიზაციაში და ითხოვს ქართული ოცნების მხრიდან საარჩევნო დაპირებების შესრულებას?

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close