საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. წვეულებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა, რომელიც ღონისძიებას შვილებთან ერთად დაესწრო. „დღეს საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შვილებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ბავშვს განსაკუთრებით მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. მინდა, ვუსურვო ბედნიერება და ძალიან ბევრი სიხარული“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

.

დამდეგი შობა-ახალი წელი ბავშვებს ანიმატორებმა და თოვლის ბაბუამ მიულოცეს. ბავშვებმა საქართველოს პარლამენტისგან  საჩუქრებიც მიიღეს.

ღონისძიებას, შვილებთან ერთად, დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.​

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი