ნიკა მელიას ადგილს საქართველოს პარლამენტში ბადრი ბასიშვილი დაიკავებს.

ამის შესახებ საზოგადოებრივს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნიკა მელია საქართველოს პარლამენტს ტოვებს.ამის შესახებ მელიამ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.

ამის მიზეზად მელიამ ის ფაქტი დაასახელა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი იქნება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი