საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს,ან იანვრის პირველ ნახევარში მოხდება.„მთავრობის მხრიდან არის ინიცირებული მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ახლა დაიწყება კონსულტაციები ვადებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიწერება კონკრეტული გრაფიკი, რომლის მიხედვით, ჯერ მივიღებთ ცვლილებებს მთავრობის შესახებ კანონში და ამის შემდეგ უკვე ნდობაგამოეცხადება მთავრობის ახალ შემადგენლობას. რაც შეეხება ვადას – ეს დამოკიდებულია კონსულტაციებზე, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრისპირველ ნახევარში დასრულდება მთლიანად ეს პროცესი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი