რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს “TV პალიტრა პლუსის” გადაცემა “360 გრადუსი” თავხედი უწოდა.

ბერძენიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაუმსახურებლად მიიღო.  ,,როგორ გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, რა დამსახურების გამო, მაინტერესებს რა გაუკეთა ქართველ ხალხს ისეთი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამხდარიყო. თავის გაგონილი პირადი ეჭვები, საწოლში გაგონილი მოგვახსენა როგორც ფაქტი. მე ვხედავ ერთ რამეს, ის შეიძლება სადმე კვალიფიციურია, მე ვერ ვხედავ… მე ვხედავ ერთ რამეს, პარლამენტის თავმჯდომარე არის არასერიოზული, არაკვალიფიციური, უზრდელი, ოჯახში გაზრდილს არ გავს, თუმცა ეს ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ მშობლები ასეთები არ იყვნენ, ნამდვილად ვიცი, რაც მთავარია თავხედია და ინსტიტუციებთან ომში შედის. მას ჰგონია, რომ თუ პრეზიდენტზე ცუდ სიტყვას იტყვის, ეს ააშენებს სახელმწიფოს. ეს სწორი მიდგომა არაა. მას ნულოვანი დამსახურება ჰქონდა, როცა ამხელა თანამდებობა დაიკავა” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი