საქართველოში მრავალი კომპანიაა, რომელიც ავეჯს აწარმოებს ან სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოაქვს, თუმცა მათი სიმრავლის გამო ხშირად მომხმარებელს არჩევანის გაკეთება უჭირს. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ავეჯი “პანცილიონში“:
ცნობილი ევროპული ბრენდები
“პანცილიონში“  წარმოდგენილია ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან იმპორტირებული ყველანაირი სახის ავეჯი. გერმანული, იტალიური, ბელგიური, პოლონური, უკრაინული და სხვა ევროპული ნაწარმი.
გარანტირებული ხარისხი
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანცილიონში წარმოდგენილი ნებისმიერი სახის ავეჯი ხარისხიანი, კომფორტული, გამძლე, დახვეწილი და თანამედროვე დიზაინისაა.
ადგილობრივი წარმოება
გარდა იმისა, რომ კომპანია პანცილიონს ავეჯი ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან შემოაქვს, 2007 წლიდან მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ ნებისმიერი სახის ავეჯსაც სთავაზობს. პირველი საწარმო 2007 წელს გაიხსნა. თავიდან საწარმოში მხოლოდ ლეიბებს წარმოებდნენ. 2008 წლიდან რბილი ავეჯის წარმოებაც დაიწყე, ხოლო 2016 წლიდან “პანცილიონის“ საწარმოში  ნებისმიერი სახის ავეჯი დამზადება შეუძლიათ.
 
ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი
„პანცილიონში“ წარმოდგენილია ნებისმიერი მასალის ავეჯი, შესაძლებელია ასევე ინდივიდუალური შეკვეთების მიღება. “პანცილიონის“ ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერები მუშაობენ ნებისმიერ მასალაზელამინირებული მერქანბურბუშელოვანი ფილიდან დაწყებული, მასიური ხით დამთავრებული. შესაძლებელია, ასევე, ავეჯის გარკვეული დეტალების მოოქროვება, დეკორით გაფორმება და . 

ხელმისაწვდომი ფასები
“პანცილიონში“ ფასები გათვლილია ყველა სეგმენტზე – ძვირად ღირებულზე, საშუალოსა და დაბალზე”. მაგალითად: საძინებლის ფასი 507 ლარიდან იწყება, რბილი ავეჯის – 622 ლარიდან და ა.შ.
პროფესიონალი კონსულტანტები
“პანცილიონში“ მოგემსახურებიან მაღალი კლასის კონსულტანტები, რომლებიც სრულყოფილად მოგაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერი სახის პროდუქციაზე.
კომპანია “პანცილიონი“ 2002 წლიდან არსებობს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია სამი მაღაზიით თბილისში: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2017 წლიდან “პანცილიონი“ იწყებს პროდუქციის საზღვრებს გარეთ ექსპორტს, კერძოდ, ბელგიაში და საფრანგეთში, რაც იქნება პირველი პრეცენდენტი საქართველოში. გასულ წელს, ერის მომაგეთა დაჯილდოების ცერემონიაზე, კომპანის “პანცილიონი“ 2016 წლის საუკეთესო ავეჯის კომპანიად დასახელდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი