ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი იქნა მხილებული, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებისთვის სამინისტრომ 8 პოლიციელს დისციპლინური სახდელი დააკისრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა.  მისასალმებელ სიტყვაში გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა სამინისტროს პოლიტიკის გამკაცრებას  იმ შემთხვევებზე, როდესაც  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე პოლიციელთა მხრიდან არასათანადო რეაგირება გამოვლინდა.

„ჩვენთვის რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ გარკვეულწილად, გაგვემკაცრებინა შიგნით სისტემაში თანამშრომელთა მხრიდან ოჯახური ძალადობის  ჩადენის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრება.  ჩვენ კარგად გვესმის ამასაც რამხელა პრევენციის ძალა აქვს და რამხელა მორალური მნიშვნელობა აქვს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ეჭვმიტანილია ოჯახური ძალადობის ჩადენაში, მის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დროული, ეფექტური და ეს ჩვენი შიდა დისციპლინის თემაც გახლავთ,“  – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი  8 პოლიციელს დაეკისრა.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი