დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე დღევანდელ დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოჯახური ღირებულებების დაქვეითება დღეს საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მთავარი მიზეზია. ფონდის ხელმძღვანელი მათ მიერ ჩატარებულ კვლევებზე მიუთითებს  და აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეინიშნება.

-„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ყველა ევროპულ თუ სხვა სახელმწიფოში, სადაც ოჯახური ღირებულებებისადმი დამოკიდებილება ქვეითდება, დემოგრაფიული პრობლემები მძვინვარებს. ჩვენთან ეს პრობლემა ძირითადად ახალგაზრდებში შეინიშნება და ამაზე მიუთითეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები ქორწინება-განქორწინებასთან დაკავშირებით. 2016 წელს იკლო ქორწინებათა რაოდენობამ და იმატა განქორწინებებმა სწორედ ადრეულ ასაკში. ანუ, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ადრეულ ასაკში გაუაზრებლად ქმნიან ოჯახებს და შემდგომ ადვილად შორდებიან.

დემოგრაფიულმა ფონდმა განქორწინებათა გამომწვევი მიზეზების შესახებ კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ სოციალური პრობლემები მესამე ადგილზეა უმნიშვნელო პროცენტული მაჩვენებლით. მთავარი მიზეზი ერთმანეთის უფლებებისადმი უპატივცემულობა და ძალადობაა. თუკი საქართველოში  ერთგულება მხოლოდ ქალების ხვედრი იყო, დღეს ახალგაზრდა ქალები მეუღლეებისგანაც ასეთივე ერთგულებას ითხოვენ და დამკვიდრებულ სტერეოტიპს არღვევენ. განქორწინებულ ოჯახებში კი შობადობა არ იზრდება. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ ქორწინება-განქორწინების თემა დღეს საქართველოში  მნიშვნელოვანი პრობლემაა. აუცილებელია ახალგაზრდების ცნობიერება გავზარდოთ ოჯახური ღირებულებებისა და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემის კუთხით. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს დიდი პროექტი სწორედ ახალგაზრდებისთვის, რომელსაც უახლოეს დღეებში გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი