საზოგადოება

,,ოჯახი საკრალურია საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნებისთვის”

უცხოეთში მცხოვრებო თანამემამულენო,

დიდი პატივისცემით გილოცავთ 17 მაისს – ოჯახის დღეს!
ჩვენ ვიცით, რომ ეს დღე,საერთოდ ოჯახი,თქვენთვის მტკივნეულზე – მტკივნეული საკითხია…თვით ფაქტი, რომ ოჯახები დატოვეთ, უმძიმეს შრომას ეწევით სამშობლოს გარეთ და ამას აკეთებთ სწორედ ოჯახის გადასაჩენად – უკვე არის დიდი სულგრძელობა

ბატონებმა მერაბ ბერძენიშვილმა და რეზო ჩხეიძემ, “ქართული ერთობის დარბაზმა”, “საქართველოს ხალხთა ასამბლეამ”,”მეცნიერთა კომგრესმა -“ეროვნული თანხმობისთვის” საოცარი პროგრამა დადეს – “ემიგრანტთა განწყობა- გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის. ლარობით ვაგროვებდით ფულს,ა რავის არ ვაწუხებდით და ვხვდებოდით უცხოეთში მცხოვრებ ქართველობას. ზემოაღნიშნული პროგრამაც 10 000-ზე მეტ ქართველთან შეხვედრის შედეგია.ეს პროგრამა 2005 წლიდან,ყოველწლიურად ეგზავნებოდა ხელისუფლებას,პასუხად – უგულო დამოკიდებულება…ეს დიდი ცოდვაა ქვეყნის თავზე. ამაში კიდევ მეტად დავრწმუნდით,რაც ქვეყნიდან 15 წლის წინ წასული ,ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორ, ლუარა ნიჟარაძის საუბრები და ლექციები მოვისმინეთ.

თქვენ გმირები ხართ! სწორედ ეს განწყობა უდევს საფუძვლად მეცნიერთა მიერ შექმნილ კონცეფციას – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ “ და გელათის კონგრესზე ,8 თებერვალს,დავითობას გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებულ პროგრამულ დოკუმენტს ახალი განზომილება – რა შევცვალოთ ,რომ გადავრჩეთ”..

სწორედ ამ პროგრამათა შესრულებას ემსახურება “მორალური გუნდი’ და ცნობილ მეცნიერთა მიერ დაფუძნებული,რომლის დირექტორად, ფონდის დამფუძნებლისა და სამეყვალყურეო საბჭოს თავჯდომაროის ,ცნობილი მეცნიერის, კობა კობალაძისრეკომედაციიით,ქალბატონი ლუარა ნიჟარაძე დაინიშნა.

“მორალური გუნდი” – ეს არის მოძრაობა სუფთა და შიშველი ხელებით.მისი მიზანია,მეცნიერებაზე დაყრდნობით -ხალხის , ეკლესისა და ხელისუფლების ერთობისთვის ბრძოლა და სწორედ,თანამშრომლობის გზით,საქართველოს სულიერი და ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა,საქართველოს განთავისუფლება გარედან მართული პარტიების,პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებებისგან… და არა დაპირისპირების გზით,ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა.

ჩვენ ყველას გასაგონად ვამბობთ:ხელი არ წაგიცდეთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ,რომელსაც ვერ გაგვიგებენ ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები,არ გვაპატიებენ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები

ეს მიმართულება პრინციპულია ქვეყნის ტერიტორიილი ერთიანიბის აღდგენისთვის.

სწორედ ეს უდევს საფუძვლად “ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა “საერთაშორისო კონგრესის იდეას…მისი სესიები მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში უნდა ჩატარდეს და დასრულდეს დიდი ყრილობით,რომელიც დაამტკიცებს ქვეყნის განვითარების მეცნიერულ პროგრამას.

სწორედ ეს უდევს საფუძვლად გადაწყვეტილებას გელათის სესიის შემდგომი სესიის ლევილის ქართველთა მამულში ჩატარებისა,26 მაისს,საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

კარგია,რომ “მორალური გუნდის” ეს განწყობა დიდ მხარდაჭერას იღებს. ხვალ ბევრგან ტარდება ოჯახისადმი მიძღვნილი შეკრებები.მივესალმებით პეტერბურგელთა გადაწყვეტილებას,შეიკრიბონ ხვალ,17 მაისს,17.00საათზე,ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ აშენებულ უნიკალურ სასტუმრო “ტალეონში”-ნევსკის 15-ში.

შეხვედრას ასე უწოდეს-“ოჯახი საკრალურია საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნებისთვის,ოჯახის პრინციპები გვაერთიანებს ქართველებს,აფხაზებსა და ოსებს!“.

გენიალურია!

ჩვენ ამ შეხვედრის იდეას და ფაქტს უფიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და სპეციალურად მივავლინეთ ჩვენი წარმომადგენელი.

ოჯახია საქართველოში მცხოვრებთა სიმტკიცის საფუძველი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ გამაერთიანებელ მოძრაობაზე:

“საქართველო ჩემი ოჯახია!”.

კიდევ ერთხელ გილოცავთ იჯახის დღეს!

ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

მორალური გუნდის სახელით,
საზოგადოებრივი პროექტის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!”-მხარდამჭერი ფონდის გაფართოებული საბჭო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close