17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძლის საერთაშორისო დღეა. ასევე, რამდენიმე წელია, ეს დღე პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. სწორედ ამიტომ,  17 მაისს საპატრიარქო გეგმავს გარკვეულ ღონისძიებებს, რის შესახებაც. პრესკონფერენციაზე, მღვდელმა შალვა კეკელიამ ისაუბრა:

  • ხალხი წირვის შემდეგ 11:30 საათზე ვარდების მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ შეიკრიბება. ისინი რუსთაველის გამზირის გავლით ქაშვეთის ეკლესიაში წირვაზე მისულ ხალხს შეუერთდებიან, საიდანაც მღვდელმთავრებთან ერთად ყველანი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართებიან.
  • საპატრიარქოს სხვა ღონისძიებებიც აქვს დაგეგმილი. ქაშვეთის ეკლესიასთან  300-მდე 6-შვილიანი ოჯახი დაილოცება (შალვა კეკელიას თქმით, 7-შვილიანი ოჯახები უკვე დალოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა).
  • 17 მაისს სხვადასხვა ადგილზე 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს. როგორც კეკელია ამბობს, ესენი ის ოჯახები არიან, რომლებიც კარგა ხანია, შეიქმნა, მაგრამ დღემდე არ აქვთ ჯვარი დაწერილი. სამების საკათედრო ტაძარში მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 40-ზე მეტი იქნება.
  • 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში მრავალშვილიანი ოჯახებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება.

„მე-5 წელია, საქართველოს ეკლესია ზეიმით აღნიშნავს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატის შემობრძანებას საქართველოში. ხატით მოგზაურობა საერთოდ იწყება 10 მაისს და მთავრდება 17 მაისს, თბილისის წმინდა სამების ტაძარში. წლევანდელი მსვლელობა განსაკუთრებულია იმითაც, რომ ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა“, – აცხადებს მღვდელი შალვა კეკელია.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი