საზოგადოება

,,ოცნების შიდა პარტიული ,,რაზბორკები”-ს გამო, ორი თვეა მოქალაქეები ვერ ღებულობენ სოციალურ დახმარებას”

,, 21 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგს გადავხედე და იყო 4 უმნიშვნელო საკითხი, სრულიად ფორმალური. მოვიკითხე აპარატში, რატომ არ გადიოდა მოქალაქეების სოც-დახმარებების, ანუ წამლებისა და საოპერაციო თანხების საკითხი? განმიმარტეს, რომ არათუ ამ სხდომაზე, არამედ, 16 ივნისიდან აღარ ფინანსდებოდნენ მოქალაქეები. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს გავაპროტესტე და მოვთხოვე პასუხი ხელისუფლებას. მხარი დამიჭირა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, გიორგი ტალახაძემ.  საკმაოდ ხმაურიანი განხილვა იყო. პასუხად მივიღეთ, რომ თანხები გამოილია, ხოლო ხარჯების შემცირებაზე გამგეობა და საკრებულო წინააღმდეგნი იყვნენ. მიზეზი კიდევ ის იყო, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დაუპირისპირდა ფოფხაძესა და გამგებელ ყიფიანს, რომლებიც  ფაქტიურად, არ აძლევენ საშუალებას, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ჩაეთვალოს ხალხის დახმარება, ანუ იმდენად არიან დაკავებული შიდა პარტიული ინტრიგებით, საარჩევნო პარტიული სიის და გამგებლობის კანდიდატის კვოტებით, რომ გადააყოლეს გაუბედურებული ხალხი ამ გარჩევებს. მეორე თვეა გაჭირვებული მოქალაქეები ვერ ღებულობენ აუცილებელ დახმარებებს, ოცნების შიდა-პარტიული ”რაზბორკების”, და პირადი კეთილდღეობის გამო.

     16 ივნისს გამგებლის სარეზერვო ფონდი გაზარდეს დაახლოებით 200 ათასი ლარით. წლის დასაწყისში,  ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც ამდენი იყო. არასდროს ყოფილა სარეზერვო ფონდი ასე გაბერილი. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ გამგებელმა წინასაარჩევნოდ, საკრებულოს გვერდის ავლით, სურვილისამებრ გამოუყოს დახმარება ვისაც მოესურვება. რადგან ასეა, რაღა საჭიროა საერთოდ საკრებულო? საკრებულო გააუქმონ და ბიუჯეტი სამართავად გადასცენ გედი ფოფხაძეს, გამგებელს და ა.შ.

  სრული განუკითხაობაა ბორჯომის გამგეობა-საკრებულოში. საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი საკითხი დავაყენე, რამაც გამგებელი გააღიზიანა.  საქმე ეხებოდა ბორჯომის ცენტრში, მაგისტრალურ გზაზე დაწყებულ მშენებლობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველას – ავტომანქანებს, ადგილობრივებს, უცხოელებს… შენობის ასასვლელი კიბეები იმდენად ახლოს არის გზასთან, რომ  პირდაპირ თეთრ ხაზზე გადის საზღვარი. მოვთხოვე განემარტათ, ვინ გასცა ამ უმსგავსობაზე ნებართვა? გამგებელმა მიპასუხა, რომ ეს უნდა მომეკითხა არქიტექტურის სამსახურში. ამით, რა თქმა უნდა, ის გაექცა პასუხისმგებლობას. რეალურად კი შენობა ეკუთვნის საქართველოს ფოსტას.

    სხდომის დაწყებამდე ამ საკითხების გასაშუქებლად დავუკავშირდი ტელეკომპანია ,,ბორჯომი”-ს ჟურნალისტს, რომ გადაეღოთ სხდომა, რასაც ისინი სისტემატიურად აკეთებენ, მაგრამ ამჯერად უარი მითხრეს გადაღებაზე. ახლა თქვენ მითხარით, ამის შემდეგ, რა უნდა ვიფიქრო? ქვეყანაში არის  სრული ,,ბარდაკი”. მათი ერთადერთი ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების, ძალაუფლების, კეთილდღეობის შენარჩუნება, მაგრამ  დემოკრატიული პრინციპები, ხალხზე,  ქვეყანაზე ზრუნვა  მხოლოდ ლიტონი სიტყვებია. მაქვს დიდი იმედი, რომ არჩევნებზე მოტყუებული, გადაგდებული, გაბრაზებული ხალხი მათ სასარგებლოდ არ გააკეთებს არჩევანს!” _
აცხადებს ბორჯომის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან – გიორგი გიუაშვილი. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close