„ქვეყანაში „გასაოცარი“ დემოკრატიის, ძალიან „მაგარი“ მეხუთე წელი დგას. დიახ, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს, მეორე დღეა სასმელი წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს და უწყლობა სტანჯავს ისე, რომ ვერ გაურკვევიათ, როდემდე იქნება მათი ონკანები დადუმებული. არც პატრონი ჩანს ვინმე და არც პასუხისმგებელი. ამიტომ,  ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ ქრონიკული უწყლობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზეზს, ხალხის უწყლოდ დახრჩობის ხარჯზე ვიღაცის ბიზნესის აწყობას.

როგორც ჩანს, ქალაქის ხელისუფლებას სულაც არ ანაღვლებს, რას უძლებს მოსახლეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქის მერი წყლის კომპანიაში სტუმრობისას უწყლობის მიზეზს მაინც მოიკითხავდა, კომპანიის ხელმძღვანელობას კი გაუთავებელი უწყლობის აღმოსაფხვრელად, გარკვეულ დროს მისცემდა, თუმცა ვისგან ვითხოვთ ზრუნვას, იმ ხელისუფლებისგან რომელიც საკუთარი ჯიბის იქით ვერ იხედება, მოსახლეობისთვის კი ყოველი ცისმარე დღის გათენება ჯოჯოხეთად იქცა?!

ყოველდღიურ მძიმე ყოფა-ცხოვრებას უწყლობით გამოწვეული  ფსიქოლოგიურ სტრესი კიდევ უფრო ამძაფრებს, მაგრამ ერთ დღეს, გამწარებული ხალხის პასუხს ყველა დამნაშავე მიიღებს. საშინელი კოშმარია ჩვენს თავს, ოცნებების ახდენის ნაცვლად, 21-ე საუკუნეში, მოსახლეობა წყალს ითხოვს!“ _ წერს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნათია შარაშენიძე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი