თურქეთში მთავარი ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკელების“ დეპუტატს იენის ბერბეროღლუს სახელმწიფო საიდუმლობის გათქმისთვის 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია NTV სასამართლოდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბერბეროღლუ ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის კუთვნილი სატვირთო მანქანების ჩხრეკის გამო გაასამართლეს, რომლებიც სირიაში მიემართებოდნენ.

სატვიროთოებთან დაკავშირებით ინციდენტი 2014 წლის იანვარში მოხდა, როდესაც სამხედრო მოსამსახურეებმა დაზვერვის კუთვნილი სატვირთოები გაჩხრიკეს, რომლშებიც სირიის საზღვრისკენ გადაადგილდებოდნენ. გაზეთმა Cumhuriyet მაშინ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ის შეიარაღება იყო აღბეჭდილი, რომელიც მანქანებით გადაჰქონდათ სირიის მიმართულებით.

თურქეთის ხელისუფლების ვერსიით, მანქანებს ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გადაჰქონდა სირიაში. საქმეზე 17 სამხედრო და 4 პროკურორი დააკავეს.

საქმის ფიგურანტი ბერბეროღლუ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დააკავეს. მის პარტიაში საგანგებო ყრილობა მოიწვიეს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი