ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს საოცარი სიყვარული აკავშირებდათ. მათი რეალური სიყავრული, ერთგულება, ხალხმა ლეგენად აქცია. ლეგენდად არის ქცეული წიწამურთან მომხადრი საბედისწერო ამბავი. ქმრისადმი ერთგულაბს მკერდგადაფარებული ოლღას წარმოთქმული სიყვებიც ადასტურებს: ,,ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით თქვე ურჯულოებო! ეს ქვეყანას ჭირდება.”-ო. ოლღა მძიმედ დაიჭრა. 4 თვე საავადმყოფოში დაყო.

შეყვარებული წყვილი ერთმანეთს მალულად ხვდებოდა. წერილებს სხვისი სახელით გზავდინენ ერთმანეთთან, რომ შემთხვევით არავის ეპოვნა და ეჭვიც არ გაჩენოდათ. მათ შეხვედრებს ხელს ოლღას ახლო მეგბარი ნინო ორბელიანი უწყობდათ. ასევე გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ ერთ-ერთი წერილიდან ამონარიდი, რომელიც ილიამ მიწერა თავის სატრფოს:,,ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე რაც შენ შეგიყვარე. სხვანაირად რომ ვთქვა მანამდე- დამზრალი ვიყავი ჩემო მეგობარო, შენ გამომეცხადე და მე დავიწყე სულით აღვისილი ნამდვილი ცხოვრება, უშენოდ ნამდვილად ვერ ვიცოცხლებ, თუნდაც მინდოდეს. ცხოვრება ხომ არსებითად შენ ხარ, ხოლო ცხოვრების გარეშე შეიძლება სიცოცხლე? ტყუილად კი არ გიწოდებ ჯადოქარს. თვით ჯადოქრობას მთელი თავისი ძალით არ შეეძლო ის გაეკეთებინა რაც შენ ქმენ, ჩემო მშვენიერო და კეთილო გენიავ. ღმერთო ჩემო! როდიღა დამითმობ ჩემს ოლიკოს. უიმისოდ მოწყენილი ვარ… რავქნა, რა გიყო, რომ ისეთი კარგი ხარ, როდესაც შენ ვერა გნახამ ის დღე ჩემთვის დაკარგულია, ვითომ არც კი გათენებულა.”

25 წლის ილია ჭავჭავაძეს და 20 წლის ოლღა გურამიშვილს 1863 წლის 10 აპრილს, მღვდელმა ნიკოლოც არდაზიანმა მალულად დაწერა ჯვარი სამების ეკლესიაში. ილიას მხრიდან, თანამშრომელი დავით ყიფიანი, ხოლო ოლღას მხრიდან ფლიგელ-ადიუტანტი, პოდპოლკოვნიკი ილია ჩოლოყაშვილი და სულხან თუმანიშვილი.

ილიას გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულ, გაბოლშევიკებულ მოხუცი ქვრივი ყურადღებას და პატივს მოკლებული იყო. გადმოცემისთანახმად ერთ-ერთ ოჯახში ინახება ილიას გამოცემა რომელსაც აქვს წარწერა:,,ვიყიდე ილიას მეუღლისგან, რომელიც ბაზარში ყიდდა ილიას წიგნებს”. იგი 1927 წელს თბილიში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოლღა დაკრძალულია მეუღლის გვერდით მთაწმინდაზე.

წყარო: ჟურნალი ,,სარკე

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი