საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის განცხადება:

,,თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თანხით 567 000 ლარი (SPA180005894 ) რბილად რომ ვთქვათ, შეიმჩნევა გულგრილი დამოკიდებულება ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოების მიმართ, როგორიცა  სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აგრეთვე, შეუიარაღებელი თვალითაც შეინიშნება, კონკრეტულ კომპანიაზე მორგების მცდელობა.

კერძოდ, მოთხოვნილია შსს-სლიცენზია, რომელიც არანაირ კავშირში არ არის სახანძრო და/ანვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის სამუაოებთან და ზღუდავს კონკურენციას. აგრეთვე, მოხოვნილია 900 0000 ლარიანი ბრუნვა, რაც არ შეესაბამება არცერთადგიობრივ თუ საერთაშორისო რეკომენდაციებს.

გარდა ამისა, ეს ტენდერი გაასაჩივრა შპს „ნეოტეკმა“ და დავების საბჭომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და დაავალა სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიას, გადახედოს სატენდერო პირობებს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და აუცილებლად გაცნობებთ შედეგების შესახებ”. 

წყარო: gfpa.ge

კომენტარები
Загрузка...