ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი „ომეგა“ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ბრიტანული საექსპერტო ბიუროს მორიგი დასკვნას ეხმაურება.

ზაზა ხატიაშვილის შეფასებით,“ომეგას“ მიერ წარმოდგენილი როგორც 9 ოქტომბრის, ასევე დღევანდელი დასკვნაც, მათი მხრიდან ფარული აუდიო ფაილებით ბინძური მანიპულირებისა და საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მცდელობის კლასიკური მაგალითია.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომანია „რუსთავი2“-ისა და „იბერიის“ მიერ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავტენტურობის დასადგენად მე მივმართე ლონდონის 2 ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომელთა სანდოობა და ავტორიტეტი საყოველთაოდაა აღიარებული გაერთიანებულ სამეფოში. 3 ოქტომბერს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 01 ოქტომბრის დასკვნა, ხოლო 9 ოქტომბერს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლონდონის საექსპერტო ბიუროს დილიჯენსის ( Diligence ) 03 ოქტომბრის ექსპერტიზის შედეგები. ორივე დასკვნით დადასტურდა, რომ ტელეეთერებით ბოლო პერიოდში ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული. უფრო მეტიც, ერთ-ერთ 02.06 წუთიან ჩანაწერში არის სხვადასხვა დროსა და ადგილას ჩაწერილი ფაილების მრავალგზის მონტაჟი.

ორივე ეს დასკვნა, მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანები და სამივე ფაილი გამოქვეყნდა ყველა წამყვანი სააგენტოს ვებგვერდზე და ხელისაწვდომია საზოგადოებისთვის, განსხვავებით „ომეგას“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებისგან, რომელთა მოპოვება და გაცნობა ვერანაირად ვერ მოვახერხეთ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებიდან აშკარაა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნები, სავარაუდოდ, შეეხება სხვა აუდიო ფაილებს, რომლთა ერთი ნაწილი სპეციალურად იქნა ჯერ მედიაში გაშვებული, ხოლო შემდეგ საექსპერტო ბიუროში მიტანილი, ასევე ბიუროში წარდგენილ იქნა ნაწილი მათ ხელთ არესებული დედანი აუდიოჩანაწერებისა, რათა, ასეთი ბინძური ხერხებით მანიპულირებული ფაილების ავტენტურობის აღიარებით, ყველა სხვა ფაილის ნამდვილობა „დაამტკიცონ“.

ჩვენ რამდენიმე დღეა უშედეგოდ ველოდებით ომეგას ჯგუფის მიერ ჩატრებული ექსპერტიზის ოფიციალურ გასაჯაროებას. ეტყობა, რაღაცა აქვთ დასამალი ,წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე დღეს მოხდებოდა მათი ექსპერტიზის დასკვნების გასაჯაროება. ომეგა ჯგუფი სავარაუდოდ შეშინებული იმ ფაქტით , რომ ჩვენ, მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სანდოობასთან დაკავშირებით, სკოტალნ იარდში ვაპირებთ საჩივრის შეტანას. არცთუ უსაფუძვლოდ, ფაილებით ბინძური მანიპულირების, საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანისა და ლონდონის წამყვანი საექსპერტო ბიუროების საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობები , ჩვენი მხრიდან, როგორც სკოტლანდ იარდის, ასევე ლონდონის სასამართლოს განსჯის საგანი გახდება. ორივე საექსპერტო ბიუროს წარმომადგენლები, სადაც მომზადდა ჩემს მიერ გაგზავნილ ფაილებზე დასკვნები, მზად არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ნებისმერ ქვეყანაში, ნებისმიერ სასამართლო თუ საგამოძიებო ორგანოებში, ნებისმიერი საჩივრის განხილვის დროს”,-აცხადებს ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

წყარო: pia

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი