ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ლეიბორისტებმა და ჩვენმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ ტელეკომპანია ,,იბერიას”. ამარიკაში ვიზიტად მყოფმა ბატონმა შალვამ ამის შესახებ აცნობა ამერიკის კონგრესს. აბა, სად ხართ ის ხალხი ,,რუსთავი 2″-ის მხარდაჭერა ნაცებთან ძმაკაცობას ნიშნავსო, რომ ამბობდით და გინებით გვიკლებდით?! ახლა პატრიოტთა ალიანსს ,,შევეკარით”, ზაზა ოქუაშვილი გვიხდის ფულს, თუ სადამდე მიდის თქვენი ბიძინიმარჩენასეული და ბოღმით გადაჭედილი ,,დემოკრატიული” ლოგიკა?! ისე, მაშინ ,,ჯიდიესელი” და დღეს ,,იბერიელი” არჩილ გამზარდიას მსგავსი მწარე განცხადებებიც მახსოვს და მოურავ- ინაშვილებისაც. ოლიგარქის ,,ევროპული დემოკრატიის” აქლემი ხვალ ყველას კარზე რომ დაიჩოქებს, ვისაც მარჩენალი ცუდად დაადგამს თვალს, იმედია, ახლა მაინც მიხვდით მავანნი…

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი