საზოგადოება

ოკუპანტი ,,არემჯის” (RMG Gold) მორიგი სამიზნე -,,ბნელი ხევი”!

 

დარეჯან ბრეგვაძე:

_ საფრთხის ქვეშაა ხრამის ხეობა თეთრიწყაროს რაიონში, მისი უნიკალური ძეგლები – ფიტარეთის მონასტერი, ხულუტის ციხე, შეუსწავლელი VIII-IX სს-ის ეკლესია, ნამოსახლარები და უნიკალური ბუნება!

თუ არ შევაჩერებთ ,,ბბელ ხევში” ოქროს მოპოვებით სამუშაოებს, ,,არემჯი” კვლავ გააგრძელებს ხეების ჭრას და დაიწყებს აფეთქება-ბურღვით სამუშაოებს, რაც გამოიწვევს ძეგლების დაზიანებას, ტყეების განადგურებას, მოიწამლება და დაბინძურდება გარემო მძიმე ლითონებით (ტყვია, კადმიუმი, თუთია…), დაბინძურდება წყლები და შესაბამისად, საფრთხე შეექმნება რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ადამიანებს!

ამ სილამაზეს ვეღარასოდეს ვიხილავთ! მთების ნაცვლად კი ,,არემჯი” დაგვიტოვებს უზარმაზარ ღრმულებს!

P.S. ეს არის ვაჟა ქურდიანის მიერ შარშან გადაღებული ფოტოები, სამწუხაროდ, არემჯიმ უკვე მოასწრო ჭალის და ტყეების ნაწილის განადგურება.

.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close