თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

აბესაძე სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მანამდე სასამართლო სხდომა დაიხურა, სადაც ადვოკატის ინფორმაციით, წარდგენილი იყო ახალი დასკვნა ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე ითხოვდა ირმა ჭკადუა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა.

წყარო:1tv.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი