კარალეთში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი, საკუთრმა მამამ პოლიციას ჩააბარა.

ბრალდებულის ახლობლები ამბობენ რომ, დანაშაული 20 წლის ახალგაზრდამ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა.

ირკვევა რომ გარდაცვლილი და ბრალდებული ნათლიები იყვნენ და ოჯახებით ახლობლობდნენ.

,,მამამ გაიგო, ეტყობა სახლში უთხრა, მშობელი არის მაინც ხო? უთხრა რომ ესეთი – ესეთი ამბავიაო და იმ წუთში გამოვიდა მამამისი. თქვა რომ ბიჭმა უთხრა  მკვლელობა ჩვიდინეო. მამამისმა ჩვენ გვითხრა, ნურაფერს ნუ ეძებთ ბიჭებო, ჩემმა შვილმა მოკლა, წაიყვანეთ მომაშორეთო“– იხსენებს კარალეთის მკვიდრი.

წყარო: trialeti.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი