ნიქოზის სკოლის პედაგოგებმა კოლეგის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, დღეს სკოლის შენობაში დირექტორი არ შეუშვეს და მის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, სკოლაში მასწავლებლების უმიზეზოდ გათავისუფლება უკვე ნორმად იქცა.

2 ივნისს კი, დისციპლინარული გადაცდომის მიზეზით, კიდევ ერთი პედაგოგი, მარინა მინდიაშვილი მოხსნეს. მიუხედავად იმისა, რომ მის საქმეს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობდა და გადაცდომა არ დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ მინდიაშვილს მანამდეც არა ერთი გაფრთხილება და საყვედური ჰქონდა მიღებული

რუსთავი 2

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი