,,საცხობის ემიგრანტმა თანამშრომლებმა, რომლებსაც ემუქრებათ დათხოვნა თუ არ წარადგენენ მუშაობის უფლების დოკუმენტს, მოაწყეს დემონსტრაცია დონალდ ტრამპის სახლის წინ, რომელიც მანჰეტენზე არის განლაგებული. ,,Tom Cat ” საცხობის 31 თანამშრომელს შესაძლოა დეპორტაცია გაუკეთონ თუ 21 აპრილამდე არ დაამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ლეგალურად არიან.
გასულ თვეში Tom Cat-ის მენეჯერებმა სათითაოდ გამოიძახეს ყველა თანამშრომელი და გააფრთხილეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მათ კომპანიაში აწარმოებს გამოძიებას და ვინც ვერ წარმოადგენს დოკუმენტებს, შესაძლოა დაითხოვონ.
,,ამ ინფორმაციამ შემაშფოთა და თან გამაბრაზა.არ ველოდი, რომ ეს როდისმე მოხდებოდა”,- ამბობს 45 წლის მექსიკელი ჰეკტორ სოლისი. იგი ყოველ დილას 4.30 საათზე იწყებს მუშაობას, რომ ოჯახი არჩინოს. სოლისს გულის შეტევა ჰქონდა რამდენიმე წლის წინ და ჯანმრთელობის გამოც ეშინია, არ დაკაროს სამსახური.
12 წლის წინ მან წარადგინა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მიეცა მუშაობის უფლება, მაგრამ ეხლა ადასტურებს, რომ მაინც არალეგალად იმყოფება ქვეყანაში, თუმცა უკვე 20 წელია იხდის ამერიკულ გადასახადებს.
31 მუშის უფლებებს წარმოადენს ქალაქის იუსტიციის ცენტრი “სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და რომ შთააგონონ ხალხი მთელ ქვეყანაში, წინააღმდეგობა გაუწიონ დეპორტაციის ძალადობრივ ფორმებს,” თქვა არასამთავრობო ორგანიზაციის იურიდიულმა წარმომადგენელმა, რინა აურორმა.
მისი თქმით, ცენტრი განიხილავს იურიდიული წინააღმდეგობის სხვადასხვა ვარიანტებს” _ აცხადებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ადვოკატი, ლევან ნათალიშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი