Home ახალი დამატებული ნიუ იორკის პოლიციის კომისრის გმირული გადაწყვეტილება -ტრამპის თავზე შავი ღრუბელი გროვდება

ნიუ იორკის პოლიციის კომისრის გმირული გადაწყვეტილება -ტრამპის თავზე შავი ღრუბელი გროვდება

21 second read
0
38

ლევან ნათალიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ ნიუ იორკის პოლიციის კომისარი ახსენებს პოლიციელებს რომ „იგნორი“ გაუკეთონ ტრამპის ემიგრანტთა სადეპორტაციო ბრძანებებს!

ნუ გექნებათ იმედი, რომ ნიუ იორკის პოლიციელები დაგეხმარებიან პრეზიდენტ ტრამპის დირექტივების შესრულებაში, რომ ემიგრანტები სადეპორტაციო ალყაში მოაქციოთ.

პოლიციის კომისარმა ჯეიმს ონილმა ოთხშაბათს თამამი განცხადებით მიმართა პრეზიდენტ ტრამპს – მან თქვა, რომ მისი ოფიცრები არ აღასრულებენ ფედერალური საიმიგრაციო ჩინოვნიკების მიერ გამოშვებულ ადმინისტრაციულ აკრძალვებს, როგორც ექსპანსიური სადეპორტაციო პოლიტიკის ნაწილს.
“ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყველა ვინც კონტაკტში შემოვა ნიუ იორკის პოლიციასთან, მათი ემიგრანტული სტატუსის მიუხედავად, შეძლონ თავიანთი თავის იდენტიფიცირება ან მოითხოვონ დახმარება ყოყმანის, ფორიაქის და შიშის გარეშე,” თქვა ონილმა მკვეთრად ჩამოყალიბებულ განმარტებით ბარათში, რომელიც განკუთვნილია პოლიციის ოფიცრებისთვის.

ნიუ იორკის პოლიცია არ აწარმოებს სამოქალაქო საემიგრაციო აღსრულებას. კერძოდ, ეს დეპარტამენტი არ აღასრულებს ბრძანებებს დაკავშირებულს სამოქალაქო საემიგრაციო დარღვევებთან, გამოშვებულს სასაზღვრო და საემიგრაციო სააგენტოების მიერ ან ფედერალური საემიგრაციო მოსამართლეების მიერ.”

“მაგალითისთვის, ნიუ იორკის პოლიცია არ აპატიმრებს და არ აკავებს პირებს, რომლებმაც გადააჭარბეს ოფიციალური ვიზის მეშვეობით მიცემულ ვადას შტატებში დარჩენისა. მიუხედავად ამისა, ნიუ იორკის პოლიცია ყოველთვის იმოქმედებს როგორც დამკავებელი იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.”
თუმცა ეს სამახსოვრო ბარათი განკუთვნილი არის მხოლოდ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტისთვის, მისი შინაარსი არის მკვეთრ დაპირისპირებაში ბრძანებებთან, რომლებიც გამოუშვა ტრამპის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტმა.

სამშაბათს, შინაგანი უსაფრთხოების მდივანმა ჯონ კელლიმ, გააკეთა განცხადება, რომ ყველა უდოკუმენტო ემიგრანტი ყოფილიყო გაძევებული, თუ ისინი როდისმე იყვნენ გასამართლებულნი ან თუნდაც ბრალდებულნი კრიმინალურ დანაშაულში, “ბოროტად გამოიყენეს ნებისმიერი პროგრამა რომ მიეღოთ სახელმწიფო დახმარება,” ან “მონაწილეობდნენ თაღლითობაში ან განზრახ შეიყვანეს შეცდომაში რაიმე ოფიციალურ საკითხთან დაკავშირებით რომელიმე სახელმწიფო ორგანო.”

ეს ნიშნავს რომ, უდოკუმენტო იმიგრანტმა, რომელმაც ჩაიდინა თუნდაც უმნიშვნელო საგზაო დარღვევა, მიიღო რაიმე სახელმწიფო დახმარება ან გამოიყენა ყალბი სოციალური დაცვის ნომერი რომ სამსახური ეშოვნა – საკმაოდ გავრცელებული დარღვევები იმიგრანტთა შორის – შესაძლებელია გაძევებულ იქნან ქვეყნიდან.
ქალაქის ოფიციალური პირები უკვე მოდიან უთანხმოებაში ფედერალებთან ტრამპის ადმინისტრაციულ გეგმასთან დაკავშირებით რომ, “თავშესაფარ ქალაქებს” შეუმცირდეთ დაფინანსება, მათ შორი ნიუ იორკსაც.

მთავრობამ გამოთვალა რომ დაახლოებით თერთმეტი მილიონი იმიგრანტი ცოვრობს შეერთებულ შტატებში; ეს მონაცემები მხარდაჭერილია Pew Research Center მიერ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *