Home საზოგადოება ნიუ იორკის პოლიცია ხაზს უსვამს თავის ერთგულებას ემიგრანტებისადმი

ნიუ იორკის პოლიცია ხაზს უსვამს თავის ერთგულებას ემიგრანტებისადმი

23 second read
0
26

ლევან ნათალიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ ოთხშაბათს გამოვიდა სამახსოვრო ბარათი NYPD 36 000 ოფიცერისთვის, სადაც მკაფიოდ იყო გამოხატული ნიუ იორკის პოლიციის ერთგული პოზიცია ემიგრანტების მიმართ.
როგორც WCBS 880’s-ის რიკ ლემბმა განაცხადა, პოლიციის კომისარმა თქვა სამახსოვრო ბარათში, რომ “NYPD ესწრაფის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას ემიგრანტთა კომუნებისთვის, მაგრამ ამავე დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების დაცვასთან ერთად.”

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყვლა ვინც კონტაკტში შემოდის NYPD-თან მათი საემიგრაციო სტატუსის მიუხედავად, იდენტიფიცირება მოახდინონ საკუთარი თავის ან მიმართონ პოლიციას დასახმარებლად ყოყმანის, შიშის და ფორიაქის გარეშე.”
ონილმა ხაზი გაუსვა რომ, ნიუ იორკის პოლიცია არ აღასრულებს ბრძანებებს დაკავშირებულს სამოქალაქო საემგრაციო დარღვევებთან, გამოშვებულს სასაზღვრო და საემიგრაციო სააგენტოების მიერ ან ფედერალური საემიგრაციო მოსამართლეების მიერ.

შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის სამახსოვრო ბარათი გამოშვებული ობამას ადმინისტრაციის მიერ, არის გაცილებით ვიწრო მოცულობის და რესურსების კონცენტრაციას ახდენს უშუალოდ ემიგრანტებზე რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ მძიმე კრიმინალურ დანაშაულში, საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უსაფრთხოებას და დაარღვიეს საზღვარი უახლოეს წარსულში.

ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ სამშაბათს საღამოს მკაცრად თქვა რომ:” პრეზიდენტმა არჩია დაყოფის პოლიტიკა ეროვნულ უსაფრთხოებას.”

„ჩვენ თავიდანცე მკაფიოდ ჩამოვყალიბდით რომ, ვითანამშრომლებდით ფედერალურ საემიგრაციო ძალებთან იმ ინდივიდების გასაძევებლად რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენ საზოგადოებას ნიუ იორკში. რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ არის ის, რომ არ გადავაქცევთ ჩვენს პოლიციელებს საემიგრაციო აგენტებად ან ჩვენს საპატიმროებს სადეპორტაციო ადგილებად, რაც ძირს გამოუთხრის ჩართულობას, რამაც ნიუ იორკი ყველაზე დიდ და უსაფრთხო ქალაქად აქცია ამერიკაში.”

DHS სამახსოვრო ბარათები არ ცვლიან შეერთებული შტატების საემიგრაციო კანონებს, მაგრამ იღებენ გაცილებით მკაცრ ხაზს კანონაღსრულებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *