,,პატივცემულო ადვოკატებო!
სეთურის, გვენეტაძეების, მურუსიძეების და ჩინჩალაძეების ქვეყანა!
კოლეგებო! დღეს 2017 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამრთლოს, ჩემი შეფასებით, სამარცხვინო მოსამართლემ, ლილი მსხილაძემ, გამოიტანა საოცარი განაჩენი და ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ჩადენილი, ჩემი შეფასებით, წამების ფაქტი პოლიციელის მხრიდან შეაფასა 10 000 ლარიან ჯარიმით.

ლილი მსხილაძემ, (ნინო გვენეტაძის დაქალუშკამ), რომელიც იუსტიციის საბჭომ დარღვევების გამო, ჩემი აზრით იმიტომ არ გააგდო, რომ ნინო გვენეტაძის დაქალუშკაა, დაარღღვია სტრასბურგის სასამრთლოს დადგენილი პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე და ჩემი შეფასებით, ნაწამები ადვოკატის მწამებელ ლაშა კვირკვაიას მიუსაჯა 10 000 ლარი ჯარიმა, რაც მოასწავლებს „ბიძინას“ ხელისუფლების მხრიდან პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. პოლიციელების მხრიდან ათობით ჩადენილ უკანონობაზე თვალს ხუჭავს პროკურატურა, რომელმაც გიორგი მდინარაძის წამების შემთხვევა შეაფასა როგორც პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და არა წამება, რაც იყო წინასწარ გათვლილი უკანონობა, რომ არ მომხდარიყო ლაშა კვირკვაიას ციხეში გაჩერება ორ თვეზე მეტი ვადით.

კოლეგებო! ძირითად შემთხვევაში მარტო მიწევდა ბრძოლა ამ უსამართლობის წინააღდეგ. მოგიწოდებდით გვერდში დამდგომოდით, მაგრამ შორიდან უყურებდით ამ უსამართლობას, რამაც შედეგად მოიტანა უკანონობა ადვოკატ გიორგი მდინარაძესთან მიმართებაში. ერთი თვის შემდეგ მე აღარ ვიქნები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. თუ არ მოხდა ჩვენი გაერთიანება ადვოკატის მიმართ ჩადენილი ძადობის წინააღმდეგ, ხელისუფლებას არასოდეს არ მოუნდება ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერება. გიორგი მდინარაძე არის მხნედ, ადვოკატები ვინც ვმუშაობთ სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ საქმეებზე ვიცით, რომ ამ საქმეს მოვიგებთ და მოსამართლე ლილი მსხილაძიდან დაწყებული პოლიციელებით დამათავრებული დავსვამთ საბრალდებო სკამზე.

დღეს, „ბიძინას“ ხელისუფლებამ მისგან გათამამებული მურუსიძეებით, ჩინჩალაძეებით და გვენეტაძეებით კიდევ ერთხელ გაილაშქრა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მაგრამ მოვა დრო და ყველა პოლიციელს უკანონობის გამო პასუხი მოეთხოვება. სულ ფეოდალიმში არ იქნება ეს ქვეყანა, ოდესღაც „სეთურის“ ქვეყანაში ხალხი გამოიღვიძებს” _ წერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი