,,ევროპული საქართველოს” წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხუთი წელი არის საქართველოს სასამართლოს სისტემის ყველა შტოს მოშლისა და დისკრედიტაციის ხუთი წელი. მისი თქმით, წინა მოწვევის პარლამენტში შუაღამეს, დაჩქარებული წესით მიღებული კანონის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ საქმეთა უმრავლესობა საკონსტიტუციო კომისიაში გადავიდეს პლენუმის განხილვის დაქვემდებარებაში.
 ,,ამ ხნის განმავლობაში ორი, თუ სამი პლენუმის სხდომაა ჩატარებული, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ძირითად დროს ანდომებს მივლინებებში სიარულში და როცა საქართველოშია, მაღალფასიანი, ძვირადღირებული ავტომობილების შერჩევით არის დაკავებული და უბრალოდ არ რჩება დრო სხდომებისა და საქმის განხილვისთვის. რაც შეეხება საერთო სასამართლეობის სიტემას. ნინო გვენეტაძე არის ყველაზე სამარცხვინო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვინც კი ყოფილა საქართველოში. მისი ძირითადი საქმიანობა არის მუქარა, კონკრეტულ მოსამართლეებზე, რათა მათ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც დღევანდელ ხელისუფლებას უნდა, ის მხოლოდ ამით არის დაკავებული. ახლა ახალი საქმეც გამოუჩნდა – ვაჭრობა ჟურნალისტებთან, ფასებზე შეთანხმება”, – განაცხადა გოგორიშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი