Home ახალი დამატებული ნიკოლოზობის ორიგინალური მილოცვა _ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარს გადასცდა

ნიკოლოზობის ორიგინალური მილოცვა _ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარს გადასცდა

20 second read
0
16

  ხელისუფლებამ მოსახლეობას ნიკოლოზობის დღესასწაული ორიგინალურად მოულოცა. სწორედ დღეს, დოლარის კურსი კატასტროფულად არის გაზრდილი. ახლა არ დაიწყოთ, ხელისუფლება რა შუაშია, მსოფლიო ბირჟაზე მოხდა კურსის გაზრდაო და ა.შ. ასეთი სატყუარები უკვე დიდი ხანია გაცვდა. ხალხი აღნიშნულ მდგომარეობას ხელისუფლების უნიათობას და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას მიაწერს. 

დღეს, კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარს გადასცდა. კურსი დილიდან იცვლება და ამ დროისთვის საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 2.805 ლარი ღირს. TBC ბანკში – 2.8040 ლარი. ბაზის ბანკში – 2.795 ლარია, ლიბერთი ბანკში კი – 2.800 ლარი. ყველაზე მაღალი კურსი ამ დროისთვის “რესპუბლიკა ბანკს” აქვს, სადაც 1 აშშ დოლარი 2.8420 ლარი ღირს.

ამ დროისთვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.6837 ლარია. თუმცა, ეს კურსი პარასკევ საღამოს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსია. ახალ კურსს ეროვნული ბანკი დღეს 17 საათისთვის გამოაქვეყნებს. კომერციულ ბანკებში კურსის სწრაფი ვარდნა კი იმის მანიშნებელია, რომ ეროვნული ვალუტა ოფიციალური კურსითაც გაუფასურდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *