Home ახალი დამატებული ნიკა გვარამია: ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან!

ნიკა გვარამია: ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან!

23 second read
0
40

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, რომ მისი კომერციული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილ თანხას, რომელსაც ის ითხოვდა, გადაუხდიან.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას – რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა ტვ პირველის ეთერში და მადლობა ამ კომპანიას, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და ის აპირებს რუსთავი2-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას, ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს რუსთავი 2, ესენი არიან ადამიანები, ვის გამოც რუსთავი 2 არის ისეთი, როგორიც არის და მე კი არა, გადაეცით რუსთავი 2 მის კოლექტივს. თუ არ იტყუებით, თუ არ ცრუობთ და, თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით ტელევიზია ამ კოლექტივს… 3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ…

ჩვენ ვერ გაგვიყვანეთ ეთერიდან, თუ გამორთავთ ეთერს, თუ გაგვიყვანეთ ჩვენ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

რუსთავი 2-ის ეზოში კარვები იდგმება.

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *