ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის მფლობელებსა და მის მიერ დანიშნულ გენერალურ დირექტორს შორის დაპირისპირებამ სახიფათო ხასიათი მიიღო. ნიკა გვარამიასა და ძმებ ყარამანიშვილებს შორის უნდობლობა გაჩნდა. ნიკა გვარამიამ არხის თანამშრომლები დაარწმუნა, რომ ისინი ტელეკომპანია „საქართველოში” 51% წილის მიღებით ავტომატურად გახდებოდნენ  „რუსთავი 2″-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელები, თუმცა, იურისტები ამ პოზიციას არ იზიარებენ. დაძაბულობა პიკს აღწევს და შანტაჟის ენა სულ უფრო და უფრო მწვავდება. არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამიას პოსტი დაატოვებინონ. ასეთი სკანდალური დამოკიდებულება მფლობელსა და დანიშნულ დირექტორს შორის, როგორც წესი, ასე სრულდება. კულისებში მოქმედების ლიმიტი არხის მფლობელებსაც აქვთ – მათ შეუძლიათ „რუსთავი 2″-ში ფინანსური აუდიტი ჩაატარონ და ხარჯების განკარგვა შეამოწმონ, როგორც ითქვა კულისებში, ეს თემა დღის წესრიგში უკვე დადგა.  51% წილის ფლობა ავტომატურად ნიშნავს „რუსთავი 2″-ში საკონროლო პაკეტის ფლობასაც. ამ თემის შესახებ ექსპერტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს:

 „რუსთავი 2″-ის თანამშრომლების მიერ ჩამოყალიბებულ კომპანიას ეყოლება დირექტორი და ის გააკონტროლებს 51%-ს ტელეკომპანია „საქართველოში”. ასე, რომ განცხადებაში მითითებულია, გააკონტროლებენ ტელეკომპანიას, ოღონდ გააკონტროლებენ „საქართველოს” და არა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ს. ეს სხვადასხვა რამ არის.

ყარამანიშვილები ტელეკომპანია „საქართველოშიც” დარჩებიან და „რუსთავი 2″-შიც შეინარჩუნებენ კონტროლსაც და გადაწყვეტილებებზე გავლენასაც. მით უფრო, სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე, ქონებრივ საკითხებთან, მაგალითად, ან ინვესტიციებთან. ბოლო პერიოდმა ერთიანი ცხადი სურათი ვერ დამანახა. თუკი თანამშრომელთა ეფექტურ თანამონაწილეობაზე იყო საუბარი, მაშინ ისინი ყარამანიშვილის თავდაპირველ შეთავაზებაზე უნდა დათანხმებულიყვნენ – ის უშუალოდ „რუსთავი 2″-ს 40%-ს სთავაზობდა.  არ გამორიცხავენ, რომ წილების განაწილება-გაყოფის მთელი ეს პროცესი მხოლოდ ნიკა გვარამიას არხიდან გაყვანას ემსახურებოდეს. გენერალური დირექტორი წავა, მაგრამ იტყვის, რომ მან სიტყვის თავისუფლებისთვის და არხის განვითარებისთვის ყველაფერი გააკეთა „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს დაუტოვა”, ამბობს ლევან ალაფიშვილი. იურისტის თქმით: „ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ორივე მხარე ცდილობს სახის შენარჩუნებას”.

თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამბობენ, რომ ნიკა გვარამია ოდესაში გადადის. თითქოს იქ სააკაშვილი ახალ სტუდიას აკეთებს და გადაცემის წამყვანობისთვის ემზადება.

წყარო: Dijest

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი