„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი საქართველოს მთავარ პროკურატურასთან დააკავეს. ლუკა ფეიქრიშვილი სამართალდამცავებმა მაშინ აიყვანეს, როცა ის პროტესტის ნიშნად ბენზინის გადასხმას და თავის დაწვას ცდილობდა. მისი მტკიცებით, გამოძიება მის წინააღმდეგ არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს და პროკურატურას ცრუ მოწმეები მოჰყავს.

ლუკა ფეიქრიშვილი ერთ-ერთი იყო იმ 16 ადამიანიდან, რომელიც საკრებულოსთან გამართული აქციის დროს დააკავეს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი