,,ყველას! ყველას! ყველას! უახლოესი ინფორმაციით, პირადად სააკაშვილის დავალებით, 14 ივლისს ნაცები ამზადებენ პროვოკაციას საოკუპაციო ხაზთან, რათა გადაფარონ და ჩაშალონ ,,ქართველთა მარში”. ვიმეორებ, დავალება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან და ჯორჯ სოროსისგან მოდის. ეს სულგაყიდული მოღალატეები მზად არიან, ქართული სოფლები და მათი მოსახლეობა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენონ, ოღონდ არ ჩატარდეს ქართველთა მარში.

ნაცებმა იციან, რომ ქართველთა მარში არა მარტო უცხოელ კრიმინალებს, არამედ მათაც მოუღებს ბოლოს და ყველა ხერხს მიმართავენ თავის გადასარჩენად. ქართული მარშის საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ ეფექტურ აქციაზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება და რომელიც არ იქნება პროვოკაციული, არამედ იქნება შედეგზე ორიენტირებული და დაეხმარება ქართულ სახელმწიფოს მცოცავი ოკუპაციის შეჩერებაში!

 მოვუწოდებ ქართველებს, საკადრისი პასუხი გასცენ მოღალატეებს!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი