პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდგება პატრიარქის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას. ოხანაშვილმა განმარტა, რომ ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ტერორიზმის საფრთხეების გაზრდისა და პატრიარქისადმი ღია მუქარის გამო გადაწყდა დაცვის სტანდარტების გამკაცრება და საპატრიარქოში შემავალი ავტომანქანების სარკეებით შემოწმება დაიწყო, ნაღმის აღმოსაჩენად. ზოგიერთმა მღვდელმსახურმა კი ამგვარი შემოწმება ითაკილა და პირად შეურაცხყოფად ჩათვალა.

„ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ღვთისმსახურს რაიმე საფრთხის შექმნა უნდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რესტორანი „ქალაქური“-დან (რომელიც საპატრიარქის მეზობლად მდებარეობს) დააკვირდეს საპატრიარქოში შემავალ მანქანებს და დაადგინონ, რომელი მოწმდება და რომელი არა. ქუჩაში გაჩერებული მანქანის ქვეშ ნაღმის დამონტაჟება კი დღეს ძნელი არ არის“, _ განაცხადა ოხანაშვილმა. მან აგრეთვე განმარტა, რომ სურდათ, სამების საკათედრო ტაძარში, დიდ სადღესასწაულო დღეებში დაემონტაჟებინათ სკანერები. სახელმწიფოც მზად იყო დასახმარებლად, თუმცა წინააღმდეგობა კვლავ სასულიერო პირებიდან წამოვიდა, რის გამოც იძულებული გახდნენ, განზრახვაზე ხელი აეღოთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი