ქართული ოცნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე განმეორებით კენჭსყრას მოითხოვს. ამის შესახებ ქართული ოცნების ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა.

ღურჯუმელიძის თქმით, ამ უბანზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა.

“კერძოდ კომისიის წევრებზე ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს – გაბათიებულ ბიულეტენებზე გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით, ასევე დღის განმავლობაში განხორციელდა კენჭისყრის შენობაში არაუფლებამოსილი პირების უკანონო შეჭრა, რის შესახებაც დილიდანვე დაიწერა საჩივრები. ჩვენ მოვითხოვთ უბნის გაბათილებას და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას”, – განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.

ცესკოს ვებგვერდზე, სოფელ ნასაკირალის 59-ე უბნიდან ოქმი საარჩევნო-საოლქო კომისიაში ჯერ შესული არ არის, ვინაიდან ვებგვერდზე შესაბამისი მონაცემი არ ფიქსირდება.

დანარჩენი 61 უბნის მიხედვით სიორიძე 50.05% აქვს, შარაშენიძეს – 49.95%. სხვაობა კონკურენტებს შორის 0,1%-ია, შესაბამისად, 59-ე უბნის მონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი