თბილისის საკრებულოს სხდომების მონიტორინგს ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორისგან ითხოვს. გადაწყვეტილება ოპოზიციაში გუშინდელი სხდომის გათვალისწინებით მიიღეს, როდესაც საკრებულოს წინაშე ქალაქის მერი დავით ნარმანია წარდგა. საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ გუშინდელი სხდომა და დარბაზში განვითარებული მოვლენები სამარცხვინო იყო. ისინი მომხდარს პოლიტიკურ შოუს უწოდებენ.
 „საკრებულოს უმრავლესობას დღეს 35 დეპუტატი ჰყავს და ნარმანია მათ იმედადაც არ დარჩა და მოიყვანა მეტაშეები და მაწყევარი ქალები, აგრეთვე მობილიზებულები იყვნენ კუნთმაგარი ბიჭები, თვითმმართველობის ასე თავზე ჩამომხობას ნარმანიას არ ვაპირებთ რომ შევარჩინოთ და ვაპატიოთ,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარინა დათუკიშვილმა.
   „დავით ნარმანიამ მოიყვანა მერიის თანამშრომლები ტაშის დასაკვრელად. ეს ადამიანები ნარმანიას გამოსვლაზე ტაშს უკრავდნენ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს ადამიანი არის უსუსური და არაადეკვატური დედაქალაქის მაცხოვრებლების პრობლემების მიმართ,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის – თბილისის წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა. „საკრებულოს სხდომამ, კითხვა-პასუხმა დაკარგა მნიშვნელობა, გადაიზარდა სულ სხვა ყიყინში, შოუში, უნიჭოდ დადგმული შოუ ვიხილეთ, ამჯერად უმრავლესობის და ქართული ოცნების შესრულებით,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია “დედაქალაქის” თავმჯდომარემ, ზაზა ვეკუამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი