წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე დელფინების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს ზღვის ძუძუმწოვართა მორბილვირუსული ინფექციით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.
მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტო მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი