საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი: ირინა ენუქიძეზეც ამბობდნენ, რომ იყო გაყიდული (სპეციალურად euronews.ge -სთვის)

პირდაპირი ჩართვის ამსახველი ჩანაწერი რუსთაველის გამზირიდან, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე მოზარდი, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოკლული მოზარდის მამამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი შვილის საქმეზე არსებული კითხვები პასუხგაუცემელია და 27 მაისს რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა.
პარლამენტის წინ იმყოფებოდა ნანუკა ჟორჟოლიანიც.
ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზეთ ცნობილი ტელეჟურნალისტის კომენტარი, რომელიც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სპეციალურად euronews.ge -სთვის გააკეთა.
( მეორე ნაწილი )
ჟურნალისტი; ზაზა სვანაძე

27.05.2018

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close