„ჩვენი მიზანი იყო, გავცნობოდით სოციალური მუშაკების ცნობიერების დონეს, პროფესიის განვითარების მათეულ ხედვას, სოციალური პრობლემების დაძლევის სტრატეგიას, რა საჭიროებებისა და ბარიერების წინაშე დგანან ისინი. რა კრიტერიუმებით აფასებენ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას და მუშაობს თუ არა სისტემა. წლების განმავლობაში გვიწევდა სოციალურად გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტი, რის შედეგადაც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, კერძოდ :
 1) დეკლარაცია ( რომელიც არ ითვალისწინებს ოჯახში არსებული ნივთების მდგომარეობას) 2) აგრესიული დამოკიდებულება მოსახლეობისადმი, მომსახურებების მიმღებთა (სოციალურად დაუცველ პირთა) მიერ სოციალური მუშაკი აღიქმება, როგორც მხარდამჭერი, იმედი და მეგობარი. სოციალური მუშაკი ნდობითა და პატივისცემით აღჭურვილი პირია მათთვის. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა, სოციალური მუშაკები და მათი დამქირავებლები, როგორც აღმოჩნდა ვერ აანალიზებენ თავიანთ პროფესიას, მათ მიერ სოციალური მუშაობის პროფესიული მანდატის სუსტი გააზრება ისევ და ისევ აისახება მოსახლეობაზე და არათუ აუმჯობესებს, ხშირ შემთხვევაში აუსაძლისებს ისედაც მძიმე მდომარეობაში მყოფ მომხმარებელს. სოციალური მდგომარობის განსაზღვრაში გასათვალისწინებელია მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ( საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N01–41/ნ,2015 წელის 15 სექტემბერი) სოციალური მდგომარეობის დაბალანსებისათვის ქვეყანაში.
 დაკვირვებამ ცხადყო, რომ სოციალური სააგენტო ვერ მუშაობს, უგულებელყოფილია მისი მთავარი მისია, აუცილებელია სოციალური მუშაობის პრაქტიკის გაუმჯობესება, რაც ზოგადად სოციალური მუშაობის მომსახურების მიწოდებას უფრო ეფექტიანს გახდის. შეუძლებელია ქვეყანაში მიმდინარეობდეს სიღარიბის დაძლევის ასეთი მასშტაბური პროგრამა და ფორმალიზებული არ იყოს სოციალური მუშაკის როლი მასში. აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სოციალური მომსახურების შესახებ,რაც უზრუნველყოფს სოციალური მუშაობის მომსახურების მიწოდების ეფექტიანობას“ _ 
წერს ფეისბუქში ნანა როსტომაშვილი – უმუშევართა კავშირის იურისტი.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი