„ფიქრობდნენ ჩატაევზე, მაგრამ ლიკვიდირებული ჩატაევი არ აღმოჩნდა.“ ამის შესახებ „ნიუპოსტს“ უფებადამცველმა ნანა კაკაბაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევია ლიკვიდირებული.„სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია ცალხელა და ცალფეხა ადამიანი, ეს არის ოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა იმავე კორპუსში მცხოვრებლები არ ადასტურებენ, რომ მათ ასეთი ადამიანი უბანში ან კორპუსში უნახავთ,“ – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას. კითხვაზე, რომელი სახელმწიფო უწყებიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული შშმ პირია, უფლებადამცვალი ამბობს, რომ „ეს ინფორმაცია ტელევიზიით გაჟღერდა“. კაკაბაძის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი ავსტრიაში იმყოფება: „როგორც ვიცი, ავსტრიაშია“.

უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ახმედ ჩატაევი ციხიდან მისი აქტიურობით არ გაუთავისუფლებიათ, მეტიც, მისი თქმით, ტერორიზმში ბრალდებულ ჩატაევს ციხეში ყოფნისას არ იცნობდა და არც მისი უდანაშაულების შესახებ გაუკეთებია განცხადება.

„მის გათავისუფლებაში წვლილი არ მიმიძღვის. არასდროს მითქვამს, რომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულო ადამიანია-თქო. სადმე მითქვამს მსგავსი რამ? მითხარით ჩემი საჯარო განცხადების შესახებ! ერთადერთი, რაც ვიცოდი, ის იყო, რომ ამ ადამიანს ქვეყნის დატოვება უნდოდა. მისი დანაშაულის ან უდანაშაულობის შესახებ განცხადება არ გამიკეთებია. ჩატაევის ჯანმრთელობის შესახებ მას შემდეგ გავიგე, რაც გათავისუფლდა”- აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

კაკაბაძის განცხადების მიუხედავად, მედია ინახავს ინფორმაციას, სადაც უფლებადამცველი ამბობს რომ „ჩატაევი არის უკანონო პატიმარი, რომელიც ხელისუფლებამ მოლაპარაკებებში გამოიყენა“.

უკრაინაში მებრძოლი დავით მაყიშვილის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი