საზოგადოება

ნაკაწრები და სილურჯეები სახეზე _ 3 წლამდე ბავშვს დაზიანებები, სავარაუდოდ, მამინაცვალმა მიაყენა

წლის და 9 თვის ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით დაიწყო. ბავშვს სახის და კისრის არეში ნაკაწრები, სილურჯეები და შეშუპება აღენიშნებოდა. მას დაზიანებები, სავარაუდოდ, მამინაცვალმა მიაყენა.

ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დედამ და ბაბუამ მიიყვანეს. ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვიდნენ, სადაც ცხოვრობს ოჯახი.

პაციენტს სუნთქვაც უჭირდა. რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანებები, ექიმებისთვის უცნობია. საეჭვო გარემოებიდან გამომდინარე, საქმეში სამართალდამცველები და სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო. პატარას ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

ვინაიდან ბავშვი შესაძლოა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო კლინიკიდან გაწერის შემდეგ მინდობით აღზრდის ფარგლებში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება.

ერთ-ერთი ვერსიით, დედა სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს, რის შემდეგაც ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close