ზურა დათუაშვილი, კანადაში მყოფი ქართველი ემიგრანტი:

_ მხოლოდ ადამიანობადაკარგულ, ცივსისხლიან ორფეხებს შეუძლიათ იღლიცინონ ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის შემდეგ იმის გამო, რომ მისი მშობლის პოლიტიკური შეხედულებები ან ჟურნალისტური პროფესიონალიზმი მათთვის მიუღებელია.
მე არსად წამიკითხავს, მაგრამ სოციალური ქსელიდან შევიტყვე, რომ დღეს ასეთებიც მომხდარა.
საბედნიეროდ – მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი, რაც საერთო სურათს ვერ ცვლის. გამწარებული დედის ტკივილი დღეს ყველას სატკივარად გადაიქცა და სამძიმარიც ყველამ ერთნაირად გაიზიარა – აქეთისტმა, იქითისტმა თუ შუაშისტმა.
პარადოქსული ერი ვართ – ჭირი და სამძიმარი უფრო გვაერთიანებს, ვიდრე საქვეყნო საზრუნავი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი