ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი:

_ დღეს ლევან მურუსიძე დაინიშნა 22 წლით.

11 ხმა მიიღო – მათ შორის 3 არამოსამრთლე წევრის ხმა – გზირიშვილი, ქადაგიძე და ხარებავა აღმოჩნდნენ 8 მოსამართლე წევრის თანამოაზრეები.

მეგობრებო, დღეს გასაუბრება გაგრძელდა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. მოსამართლე წევრებმა ერთხმად თქვეს, რომ მასთან კითხვები არ აქვთ. მე და ანა დოლიძემ ათეულობით შეკითხვა დავუსვით ლევან მურუსიძეს.

ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში
არსებული კითხვები დაგვესვა მისთვის.

ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში გამოხატავთ!

დღევანდელი დღით არაფერი მთავრდება! …

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი