Home ახალი დამატებული მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ

მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ

22 second read
0
33

10-11 თებერვალს ჩატარდა სასჯელაღსრულების სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა და მინისტრმა, საბჭოს წევრებს რამოდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო. ესენია: 1)მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება; 2)შინაპატიმრობის შემოღება სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და ელექტონული მონიტორინგის საშუალებებით სასჯელის აღნიშნული სახის ეფექტური აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, ასევე, სიახლეები პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხთან და პენიტენციურ დაწესებულებაში 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად მყოფ მსჯავრდებულ დედებთან დაკავშირებით.

  ეს ბოლო ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განუცხადა euronews-ს საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, ნატალია ხოხიაშვილმა. მისი თქმით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მსჯავრდებულ დედას, პენიტენციური დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ (3 წლის შემდეგ), ერთი წლის განმავლობაში საშუალება მიეცემა, შაბათ-კვირას დაწესებულება დატოვოს და ეს დრო შვილთან გაატაროს. მინისტრმა ასევე ისაუბრა სისტემის მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვაზე, ყურადღება გაამახვილა საშიშროების რისკის მიხედვით მსჯავრდებულთა კლასიფიკაციაზე, რისკის გადაფასების შესაძლებლობებზე, მსჯავრდებულთა დასაქმების, განათლებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სხვა პროგრამებზე“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *