Euronews.ge ჩვენი მკითხველისათვის სასიამოვნო სიახლით იწყებს სტატიას და გაცნობებთ, რომ თბილისში დაარსდა ინგლისური ენის შემწავლელი საერთაშორისო სკოლა “Exclusive International”-ი,  რომელიც სრულიად განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს, რამაც გამოიწვია ჩვენი განსაკუთრებული დაინტერესება მის მიმართ. გადავწვიტეთ, უფრო დეტალური ინფომაცია მიგვეღო სკოლის შესახებ და Exclusive International-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს,  ქალბატონ მილენა მეშველდიშვილს ვესაუბრეთ:

– ქნ- ო მილენა, თბილისში უკვე ბევრი სკოლაა, რომლებიც ინგლისური ენის სწავლებით არიან დაკავებულნი. ძალიან საინტერესეოა, თქვენი, პირველ რიგში, როგორც ინგლისური ენის ფილოლოგისა და  შემდგომ უკვე სხვადახვა ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილების მქონე  პიროვნების მოსაზრება, როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალია თბილისში  ენის ცოდნის დონე და პასუხობს  თუ არა ის საერთაშორისო სტანდარტებს ?

– მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენა ისწავლება მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში, ენის შეფასების ინსტრუმენტები ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვაჩნია უნივერსალური საშუალება ინგლიური ენის ცოდნის დონის შესადარებლად. 2010 წლიდან, როდესაც იმ დროინდელმა საქართველოს მთავრობამ, დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება,  რათა ინგლისური ენა მეორე სახელმწიფო ენად ექცია, მსჯელობები ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობაზე, მთელს საქართველოს მოედო.  ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა გამოირჩევა ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონით, ეკონომიკურად უფრო განვითარებულნი არიან, ვიდრე სხვა დანარჩენი ქვეყნები. საერთაშორისო კვლევები გვიჩვენებენ, რომ მიუხედავად ინგლისური ენის დიდი პროგრესის და ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური გავლენისა, საქართველოში ინგლისური ენის ცოდნის დონე, სამწუხაროდ, კვლავ არ არის მაღალი, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.

– რატომ გადაწვიტეთ Exclusive International- ის დაარსება და რით იქნება ის განსხვავებული ანალოგი სკოლებისაგან?

– Exclusive International-ის მიზანია ინგლისური ენის სწავლებაში დანერგოს მაღალი სტანდარტი, სწორედ ამიტომ სკოლას ჰყავს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც იყენებენ საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სწავლების მოდელს. ჩვენი სკოლა დაკომპლექტებულია მხოლოდ ბრიტანელი, ამერიკელი და კანადელი ტრენერებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, ფლობენ ბაკალავრის ხარისხს განათლებაში (BA in Education) ან ანგლისტიკაში (BA in English) და თითოეული მათგანი არის საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე (Cambridge CELTA ან TEFL). გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ აქვთ  სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის ფარგლებში. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენი სკოლის თითოეული ოთახი არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელთა მნიშვნელობა ეფექტური სწავლებისთვის განუზომელია.

– ვისზეა გათვლილი თქვენი სკოლა, მხოლოდ ბავშვბსა და მოზარდებზე თუ ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანიანზე?

– სკოლა გათვლილია ყველა ასაკის მსმენელთათვის 7 წლიდან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი სკოლა არის საერთაშორისო და Exclusive International-ში სწავლა შეუძლია როგორც ქართველ ისე სხვა ეროვნების ადამიანებს.

– რა პროგრამებს შესთავაზებს სტუდენტებს Exclusive Internationa-ი?

– ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ კურსების მრავალფეროვან არჩევანს. ზოგად თუ საკომუნიკაციო ინგლისურს, ინგლისურს პროფესიული მიზნებისთვის ( ინგლისური ფინანსისტებისთვის, მარკეტერებისთვის, პერსონალის მართვის მენეჯერებისთვის, ასევე საავიაციო და საინჟინრო ინგლისურს) SKYPE გაკვეთილებს და საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს. დამუშავების პროცესშია ისეთი კურსები,როგორიცაა: ინგლისური ფილმების მეშვეობით , მკითხველთა კლუბი პატარებისთვის. ასევე, უახლოეს მომავალში, ჩვენი სკოლა შესთავაზებს თავის მომხმარებელს სხვადასხვა კურსს საზღვარგარეთ.

– თქვენი სწავლების მეთოდიდან გამომდინარე, რა დროში შეიძლება თავისუფლად  ამეტყველდეს  ადამიანი ინგლისურ ენაზე, რომელსაც მანადე საერთოდ არ ჰქონია შეხება ამ ენასთან?

– სანამ უშუალოდ თქვენს კითხვას ვუპასუხებ, ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ ჩვენს სკოლაში გამოყენებული სწავლების მოდელის შესახებ.  პროგრამები მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული 3P-ს მეთოდით. PPP (Presentation, Practice, Production) არის სწავლების ერთ-ერთი მოდელი, რომელიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში. გაკვეთილი შედგება 3 ფაზისგან: პრეზენტაციის, პრაქტიკის და „წარმოების / გამოყენების“ ფაზებისგან.

  • პრესენტაციის ფაზა გულისხმობს, რომელიმე ენობრივი სტრუქტურის წარდგენას / მოდელირებას ზუსტ კონტექსტში.
  • პრაქტიკის ფაზა გულისხმობს, ზემოთ აღნიშნული სტრუქტურის გავარჯიშებას სხვადასხვა სავარჯიშოების მეშვეობით.
  • „წარმოების / გამოყენების“ ფაზა კი გულისხმობს, ამ სტრუქტურის გამოყენებას სხვადსხვა სიტუაციებში.

გასათვალისწინებელია, რომ ამ მეთოდს გამოიყენებენ უცხოელი კვალიფიციური ტრენერები, რაც სწავლებას ორმაგ ეფექტს შესძენს. ასე რომ, მსმენელები უმოკლეს დროში დაეუფლონ ინგლისურ ენას.

– ბუნებრივია,  ყველას დააინტერესებს, რა იქნება თქვენთან სწავლის ღირებულება ამა თუ იმ საფეხურზე?

– Exclusive International-ი მომხმარებლებს კურსების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სხვადასხვა კურსს სხვადასხვა ფასი აქვს. თითოეულ კურს სხვადასხვა პაკეტი გააჩნია. ჩვენთან მოქმედეს შემდეგი სისტემა: მეტი გაკვეთილის აღების შემთხვევაში ვრცელდება ფასდაკლება.

– და, ბოლოს, მკითხველმა რომ იცოდეს, როდიდან დაიწყება ჯგუფების დაკომპლექტება?

– ჯგუფების დაკომპლექტება იწარმოებს სექტემბრის თვიდან.

 

– დიდი მადლობა, ქნ-ო მილენა, საინტერესო ინფორმაციისთვის.

Euronews ჰოლდინგი წარმატებებსა და ნაყოფიერ სასწავლო წელიწადს უსურვებს Exclusive International-ს და მის მომხმარებლებს.

 

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი