ცენზურის დაბრუნების იდეით გამოდის ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორი, რუსეთის სახალხო არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე. სააგენტო TASS-ის ცნობით კი დღეს მან განაცხადა, რომ “სცენაზე დაცული უნდა იყოს ზდილობის ნორმები და პირადად მას არ ესმის მათი, ვისაც უნდა, რომ სცენაზე დაინახოს გარყვნილება”.

ცისკარიძე ასევე ამბობს, რომ თეატრში მას უნდა, რომ იხილოს მხოლოდ სილამაზე. საქმე ეხება ბალეტ”ნურიეევი”-ს გახმაურებულ პრემიერას, რომელიც უნდა შემდგარიყო 10 ივლისს, მაგრამ არ შედგა. კულტურის მინისტრის, ვლადიმერ მედინსკის განკარგულების საფუძველზე სპეკტაკლი მოიხსნა დღის წესრიგიდან. ბალეტი “ნურიეევი”-ს ამზადებდნენ ორი წლის განმავლობაში დიდი თეატრის რეჟისორები: კირილ სერებრენიკოვი, კომპოზიტორი-ილია ლემუჩი და ქორეოგრაფი იური პოსოხოვი. სპექტაკლის პრემიერა უნდა გამხდარიყო ყველაზე ხმაურიანი ამ სეზონზე. ბალეტი აღწერს საბჭოთა მოცეკვავის ცხოვრებას, რომელიც 1961 წელს წავიდა გასტროლებით პარიზში, მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი და გახდა პარიზის მოქალაქე. ეს გახლავთ რუდოლფ ნურიევი –  გამოჩენილი რუსი ბალერონი, რომელიც ცნობილი იყო არა მხოლოდ თავისი ცეკვის ოსტატობით, არამედ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით. სპექტაკლის პრემიერამდე მისი ჩვენება დიდ თეატრში მოხდა, სადაც “ნურიეევი”-ს როლის შემსრულებელი მაყურებელთა წინაშე სრულიად შიშველი წარსდგა. ამ ჩვენების შემდეგ კი, თეატრის დირექტორმა ვლადიმერ იურინმა განაცხადა, რომ  პრემიერა უნდა გადაეტანათ, რადგან სპექტაკლი არ იყო მზად. მიზეზად დაასახელა ქორეოგრაფიული მოუმზადებლობა. სპექტაკლის გადატანის გამო საზოგადიებამ გამოითქვა სინანული, არტისტებმა კი ბევრი დრო და ენერგია დახარჯეს.

მოამზადა სალომე მგელიაშვილმა

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი