გივი სვანიძის ქუჩაზე რამდენიმე ძაღლი ბინადრობს, რომელთა ოფიციალური  მიმკედლებელი ბიზნესმენი და უფლედამცველი თამაზ ელიზბარაშვილია.  ყველა მათგანს ყურზე სპეციალური საჭდე უკეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლებმა ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში“ გაიარეს მკაცრი  ფსიქიკური და  ფიზიკური შემოწმება.

სააგენტოში სახელმწიფოს მიერ დაქირავებული კინოლოგია  პასუხისმგებელი ძაღლის ფსიქიკაზე. კინოლოგის დასკვნის გარეშე ძაღლს სტერილიზაციის ოპერაციას არ უტარებს ვეტერინარი. არამყარი ფსიქიკის მქონე ძაღლებს პირდაპირ ევთანაზიას უკეთებენ, რათა მათ საფრთხე არ შეუქმნან მოსახლეობას ბუნებრივ არეალში დაბრუნების შემდეგ. კინოლოგის მიერ შემოწმებულ ჯანმრთელი ფსიქიკის  ძაღლს  უკეთდება  სტერილიზაციის ოპერაცია, ცოფის ვაქცინა, ყურზე უმაგრდება სპეციალური საჭდე, რომელზეც მისი პირადი ნომერია ამოტვიფრული და ძაღლი დგება აღრიცხვაზე. სტერილიზებულ ძაღლი, რომელსაც ჰყავს ოფიციალური მიმკედლებელი, უბრუნდება ბუნებრივ არეალს. ყოველივე ზემოაღნიშნულს, რა თქმა უნდა,  კანონი ითვალისწინებს.

სწორედ ამ პროცედურების გავლით მოხდა სვანიძის ქუჩას მიკედლებული ყველა ძაღლის სტერილიზაცია და იმავე ტერიტორიაზე დაბრუნება.  მათი ოფიციალური მიმკედლებელი  თამაზ ელიზბარაშვილია.

რამდენიმე დღის წინ სვანიძის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თამარ გორგაძემ საქალაქო სასამართლოში შეიტანა საჩივარი თამაზ ელიზბარაშვილის, როგორც სვანიძის ქუჩის ძაღლების ოფიციალური მიმკედლებლის წინააღმდეგ. გორგაძე ითხოვს სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები უდანაშაულო, უწყინარი ძაღლების ან დახოცვას, ან იმ ტერიტორიიდან მოშორებას. სასამართლო სხდომა 1 მარტს არის ჩანიშნული. თამაზ ელიზბარაშვილი  საქალაქო სასამართლოს მიმართავს კითხვებით:

  1. რის საფუძველზე მიიღო საჩივარი წარმოებაში, როცა სამართალდარღვევა არ მომხდარა და ძაღლები კანონიერად იმყოფებიან აღნიშნულ ტერიტორიაზე?

2. რატომ განიხილავთ თამარ გორგაძის უაზრო საჩივარს რიგგარეშე  და დაჩქარებული ტემპით მაშინ,  როცა უამრავი დაზარალებული ადამიანი წლობით ელოდება სასამართლოში  თავისი საქმის განხილვას?

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი 

 

 

 

 

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი